სწავლება საკლასო ოთახის მიღმა - რუსთაველი მოსწავლეები სასწავლო პროცესის რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირების, ანალიზისა და კომუნიკაციის უნარებს იძენენ
ცოდნა და უნარები 21-ე საუკუნეში
31 March 2020
კორონა ვიურსმა ბევრი გეგმა გადადგვადებინა, რუსთავის მე-6 და მე-16 საჯარო სკოლების პედაგოგებისგან განსხვავებით. 31 მარტს გამართულ ვირტუალურ კონფერენციაზე მათ განიხილეს თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელი ახლებური სწავლების მეთოდი, რომელიც ორგანიზაცია ‘მომავლის ლაბორატორიამ“ გააცნო, რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობით. ქალაქის მესვეურებს პედაგოგებმა წარუდგინეს 8-15 ასაკის მოსწავლეთა მიერ შემუშავებული პროექტები ქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ქალაქის მერი მიესალმა პედაგოგებს და დახმარება აღუთქვა მოსწავლეთა წინადადებების განხორციელებაში.
წინადადებები კი ნამდვილად საინტერესოა - უშუალოდ პასუხობს პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას, თუმცა ეს საცდელი პროექტი გასული წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე გრძელდებოდა.
ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ მოსწავლეთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ რუსთაველი ახალგაზრდები უპირატესობას სმარტფონს ანიჭებენ კომპიუტერთან შედარებით. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის პირობებში ეს ინფორმაცია საინტერესო და საყურადღებოა, მით უმეტეს, რომ ტექნოლოგიები და ინტერნეტი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არაა, განსაკუთრებით რეგიონებში.
მე-3 კლასელების შეთავაზება იყო მზის ენერგიაზე გადასვლა ელ. ენერგიაზე კომუნალური გადასახადების შესამცირებლად, და ქალაქის ახალი უბნის მაკეტიც შექმნეს, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიას მოიხმარს.
ქალაქის შენობების ვანდალიზმის საპასუხოდ, ბავშვებმა გრაფიტის გამოყენება გადაწყვიტეს და განახორციელეს კიდეც.
გამოკითხული მოსახლეობის 72% თვლის, რომ ყველაზე მწვავედ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხი დგას, წყლის დაბინძურების, გაუმართავ ტრანსპორტსა და მაწანწალა ძაღლებთან ერთად. რესპოდენტთა 30% მიიჩნევს, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის გაუმჯობესება მოქმედი საწარმოების გამოწვევაა , ხოლო მათი წახალისება კი ადგილობრივი თვითმმართველობის ამოცანაა ისევე როგორც მწვანე სივრცეების გაშენება მოქალაქეების აქტიური ჩართულობით.
ჩვენმა საცდელმა პროექტმა დაადასტურა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ პროექტებზე და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი, ნამდვილად ეხმარება მოსწავლეს დაუკავშიროს სასწავლო პროცესი რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს და განუვითაროს მოვლენებზე დაკვირვების, მონაცემების შეგროვების, და მათი ანალიზის საპასუხო ქმედებების შემუშავებისა და განხორციელების უნარები. როგორც ერთერთმა პედაგოგმა აღნიშნა, ყველაზე ღირებული ამ პროცესში აქცენტის ბავშვზე გადატანის ფაქტორია, როცა ბავშვი „თავის თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობს“ და მაქსიმალურ შედეგს აღწევს. ასევე გამოვლინდა, რომ პედაგოგების და ბავშვებისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია მათ მიერ შემოთავაზებული მოსაზრებების ქალაქის ხელმძღვანელობამდე მიტანა და გაზიარებაა, რაც, განხორციელების შემთხვევაში, დადებითი ცვლილებების თანა-ავტორებად ხდის ყველას ერთად. უფრო მეტიც, ბევრ მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი, რომ მომავალში გახდეს ქალაქის მერი და თავად მოუაროს ქალაქს. რუსთავის სკოლის პედაგოგებმა ამ პროექტით კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოვეს ახალგაზრდა მოქალაქეები და ადგილობრივი მთავრობა, რაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პრიორიტეტს წარმოადგენს 2013 წლიდან, ახალი გლობალური გეგმების შედგენისას ჩატარებული გამოკითხვის შედეგების საფუძველზე.
მას შემდეგ, 2018 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამას და ქალაქ რუსთავს შორის ჩამოყალიბდა პარტნიორობა ადგილობრივი განვითარების ინოვაციური მიდგომების განხორციელებისთვის. ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქალაქში განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გამრავალფეროვნებაა, თვით-დასაქმების ჩათვლით. აღნიშნული საცდელი პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებში სამეწარმეო აზროვნების განვითარებისათვის, უკავშირდება Impact Hub- თან თანამშრომლობით მიმდინარე სოციალური მეწარმეობის პროგრამას, და ასევე, სამომავლოდ, კერძო სექტორის უშუალო ხელშეწყობით სტარტაპების გრძლევადიანი ხელშეწყობის პროგრამის გეგმებს, რაც მთლიანობაში, აღნიშნული მიზნის მიღწევას კიდევ უფრო რეალურს ხდის.
და ბოლოს, ჩვენი ამბავი არ იქნებოდა სრული რუსთაველი პედაგოგების პროფესიონალიზმის და უპირობო თავდადების აღნიშვნის გარეშე. გარდა იმისა, რომ მოუწიათ უმოკლეს დროში ახლებური მეთოდის ათვისება (ონლაინ კონფერენციის ჩატარების უნარების ჩათვლით), ასევე ბოლომდე მიყვნენ მოსწავლეებს მათი შემეცნებითი კვლევის პროცესში. სამწუხაროდ ყველა პროექტი ამ მცირე სტატიაში ვერ ავსახეთ, მაგრამ სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ვიდეო ჩანაწერში.