საქართველო

ჩვენი საქმიანობა

საქართველო და UNDP

განვითარება იცვლება. ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად.

ჩვენი სტრატეგიული გეგმა 2022-2025 განსაზღვრავს UNDP-ის წინსვლას მომავლის მიმართ გონივრული განვითარებისკენ, #FutureSmartUNDP. ეს ჩვენი ახალი ხედვაა, რომელიც ჩვენ ორგანიზაციულ მისწრაფებებს ეხმიანება და 170 ქვეყანაში მუშაობის 50-წლიან გამოცდილებას ეყრდნობა. ჩვენი მიზანია გავაფართოვოთ ადამინების შესაძლებლობები და ერთად მივაღწიოთ უფრო სამართლიან და მდგრად განვითარებას, რომელიც ადამიანისა და პლანეტის ინტერესებს წონასწორობაში მოიყვანს.

 

ჩვენი საქმიანობა

გადაწყვეტები, რომელსაც UNDP თავის საქმიანობაში იყენებს, ახალ ხედვებს, დიგიტალიზაციას, ინოვაციასა და ფინანსირების ახალ გზებს ეყრდნობა. ამ მიდგომის მიზანია საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი ეფექტიანობისა და ტემპის გაზრდა.

გენდერული თანასწორობა

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. თუმცა, ამ წარმატებას ჩრდილავს ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები, რომლებიც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ეკონომიკურ გაძლიერებას უკავშირდება. საქართველოში ქალები კვლავ ძალადობასა და დისკრიმინაციას განიცდიან, ხოლო მოძველებული გენდერული სტერეოტიპები ზღუდავს მათ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე. გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება საქართველოს დანერგოს გენდერული თანასწორობის პრინციპები ცხოვრების ყველა სფეროში და მიაღწიოს თანასწორ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ქალებსა და კაცებს თანაბარ სარგებელს მოუტანს.

გაიგეთ მეტი