გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსების წყარო გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოების მიერ გაღებული თანხებია. ჩვენ ასევე ვიღებთ დაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისაგან.
ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან საკვანძო როლს თამაშობს განვითარების პოზიტიური შედეგების მიღწევაში.
ჩვენს პროგრამებში მონაწილე დონორთა რაოდენობა და მრავალფეროვნება ადასტურებს ეროვნული მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ნდობას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) როგორც საიმედო პარტნიორის მიმართ მდგრადი განვითარების საქმეში.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში თავმოყრილია ინფორმაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ სხვადასხვა წყაროდან მიღებული დაფინანსების შესახებ.
ჩვენი დაფინანსების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე open.undp.org.