Solar Energy in Machakhela Protected Area

განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის

მიმოხილვა

“ევრაზიის ამაზონიად“ წოდებული კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები ზომიერი ფოთლოვანი და შერეული ტყეების ეკო-რეგიონია, რომელიც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და რელიქტური და ენდემური სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

მაჭახელას ეროვნული პარკი ერთ-ერთია იმ დაცულ ტერიტორიებს შორის, რომელიც კოლხური ტყეების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიერ არის დაცული.

იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე უნიკალური კოლხური ტყეების ეკოსისტემის დაცვას და ტყის დეგრადაციის რისკის შემცირებას, რაც საწვავი შეშის გადაჭარბებული გამოყენებით, კლიმატის ცვლილებითა და გლობალური კრიზისებით არის გამოწვეული.

პროექტის საქმიანობა ემსახურება საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას - ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის გაზრდა 10%-ით 2030 წლისთვის 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, და სათბურის აირების ემისიების შემცირება 50-57%-ით საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში 2030 წლისთვის 1990 წლის მონაცემებთან შედარებით.

პროექტი ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გლობალური ინიციატივის, „კლიმატური დაპირების“ (Climate Promise), მიმართულებებს:

  1. სუფთა ენერგია და ნულოვანი ემისიები, და ინვესტიციების გააქტიურება სუფთა ენერგიაში, ადგილობრივი თემების ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვის შედეგად მოპოვებული ბიოსაწვავით უზრუნველყოფის გზით.
  2. ადაპტაციის, მედეგობისა და კატასტროფების რისკის შემცირების საშუალებების ზრდა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

რას ვაკეთებთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ინიციატივა მიზნად ისახავს ტყეების დაცვის გაძლიერებას, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებასა და სუფთა ენერგიაზე წვდომასა და პოპულარიზაციას.

იაპონიის მთავრობის დახმარებით, მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში მდებარე შინამეურნეობების 1,300-ზე მეტი მოსარგებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება განახლებადი, მზის, ენერგიის ტექნოლოგიები. ინიციატივის ძირითად სამიზნე ჯგუფს ადგილობრივ შინამეურნეობებში მომუშავე ქალები წარმოადგენენ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები
 

ირაკლი გორაძე
პროექტის მენეჯერი
irakli.goradze@undp.org 
 

ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org

პროექტის შესახებ

სტატუსიმიმდინარე
დაწყების თარიღიაპრილი 2023
დასრულების თარიღიმარტი 2024
საქმიანობის სფეროგარემოს დაცვა & ენერგეტიკა
პარტნიორებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
დონორიიაპონიის მთავრობა
ბიუჯეტიUS$ 545,000