Qvevri, a traditional Georgian wine vessel representing 8,000 years of wine-making

სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების მოდერნიზება - ფაზა 3

მიმოხილვა

დღევანდელ გლობალიზებულ და ცოდნაზე ორიენტირებულ სამყაროში, სადაც თანასწორი საზოგადოების მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა და მდგრადი ეკონომიკის შექმნა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ცოდნისა და უნარების შეძენა გადამწყვეტია ადამიანისა და საზოგადოების წარმატებული განვითარებისთვის.

გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიის მთავრობის 4.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით, მხარს უჭერს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის (A-VET) მოდერნიზება.

სამწლიანი პროექტი (2022-2025) ეყრდნობა მისი წინა ორი ფაზის (2013-2023) შედეგებს და მიზნად ისახავს საჯარო-კერძო პარტნიორობის მხარდაჭერასა და ფერმერთა ექსტენციის სერვისების გაძლიერებას სოფლის მდგრადი განვითარებისთვის. 

ამ მიზნების მისაღწევად, გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიის მთავრობა ხელს უწყობენ სოფლად პროფესიული კომპეტენციების გაზრდას დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების შექმნას, რაც თავის მხრივ, მხარს უჭერს სოფლის ეკონომიკის მდგრადობას სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ახალგაზრდების, ქალებისა და დაუცველი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

პარტნიორობა

პროექტი ხორციელდება პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების ფართო წრესთან თანამშრომლობით, რომელთა შორისაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება.

რას ვაკეთებთ

პროექტი ხორციელდება როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე და სამ ძირითად სფეროს მოიცავს: ინსტიტუციების მშენებლობა, სისტემური განვითარება და სერვისის მიწოდება. ეს მრავალმხრივი მიდგომა პასუხობს A-VET სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებს  და სექტორის მდგრად და თანმიმდევრულ განვითარებას უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა ორი ძირითადი მიზნის მიღწევას ემსახურება:

  1. სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და გადამზადებისა (A-VET) და ექსტენციის სერვისის ხარისხის გაზრდა: ამ მიზნის მიღწევა ხორციელდება საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობითა და კერძო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნის გზით.
  2. დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული ცოდნისა და უნარების განვითარება სოფლის მეურნეობის დარგში: ეს საქმიანობა მოიცავს მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებას სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების, ქალებისა და მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების ჩართულობით, მათი ცოდნის დონის ამაღლებას, დასაქმების უნარების განვითარებასა და ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებას.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგებით უშუალოდ ისარგებლებს A-VET სექტორში მომუშავე ექვსი სახელმწიფო კოლეჯი და ათი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 15,000 მცირე ფერმერი და 2,500 A-VET კურსდამთავრებული. 

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაში.

პროექტის ძირითადი და უმთავრესი შედეგია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო მდგრადი და წარმატებული მომავლის მშენებლობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი

თარხნიშვილის ქ. 3
თბილისი 0179 
+995 32 2250106

საკონტაქტო პირები

ელენე ცხაკაია
პროექტის მენეჯერი
elene.tskhakaia@undp.org 

გიორგი ნანობაშვილი
ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
george.nanobashvili@undp.org

Impact

START DATE

September 2022

END DATE

August 2025

STATUS

Ongoing

PROJECT OFFICE

Georgia

IMPLEMENTING PARTNER

Mim.of Education and Science

DONORS

SWISS AGY FOR DEVELOPMENT & COOPERATION

UNITED NATIONS DEVELOPMENT PROGRAMME

Unspecified

TOTAL CONTRIBUTIONS

$3,602,384

DELIVERY IN PREVIOUS YEARS

2022$227,864

2023$901,677

2024$1,520,563

Full Project information