დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში
მიმოხილვა
დღეს საქართველო მსოფლიოს იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, სადაც დაცული ტერიტორიები მაღალი დონის ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული ათწლეულების განმავლობაში დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. აღნიშნული პროცესი წარიმართა საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების ფონზე და ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოფიციალური დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორიები გაზარდოს 20%-მდე (არსებული 8%-დან ) მომდევნო 8 წლის განმავლობაში.
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს 12 დიდი დაცული ტერიტორიის ფინანსურ მდგრადობასა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განვითარებას ემსახურება. მათ შორის არის:
- ალგეთის დაცული ტერიტორია
- ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია
- ვაშლოვანის დაცული ტერიტორია
- კინტრიშის დაცული ტერიტორია
- თუშეთის ეროვნული პარკი
- თუშეთის დაცული ლანდშაფტი
- ლაგოდეხის დაცული ტერიტორია
- მაჭახელას ეროვნული პარკი
- მტირალას ეროვნული პარკი
- ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
- ყაზბეგის ეროვნული პარკი
- ჯავახეთის დაცული ტერიტორია
რას ვაკეთებთ
- ხელს შევუწყობთ 431,872 ჰექტარზე გაშლილი, გლობალური მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული თორმეტი დაცული ტერიტორიის მდგრად და ეფეტურ დაფინანსებას.
- არ დავიშურებთ ძალისხმევას სამიზნე დაცულ ტერიტორიებზე ეფექტური ფინანსური და საოპერაციო მართვისა და მონიტორინგისათვის აუცილებელი ინსტიტუციური პოტენციალის გასაუმჯობესებლად.
- მიზნად ვისახავთ უფრო ეფექტური ცოდნის მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების ღირებულების შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას.
შედეგები
დაცული ტერიტორიების მართვა და ფინანსური მდგრადობა:
- მართვის გეგმები განახლდა თორმეტივე დაცული ტერიტორიისთვის.
- ყველა დაცული ტერიტორიისთვის შემუშავდა მართვის ეფექტურობის შეფასების გეგმები (MEAP).
- ჩატარდა საფუძვლიანი კვლევები დაცული ტერიტორიების ფინანსირებისა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობების შესაფასებლად. მათ შორის:
- ფინანსური დანაკლისისა და დამატებითი შემოსავლების გენერირების შესაძლებლობების ანალიზი. შემუშავდა შესაბამისი მეთოდოლოგია დაცული ტერიტორიების ფინანსური საჭიროებების შეფასებისთვის.
- ეკოსისტემური სერვისების შეფასება და ინვესტირების ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, რასაც მოჰყვა საინფორმაციო კამპანია დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და დაფინანსების მხარდასაჭერად.
- ფინანსირების შესაძლებლობების ანალიზი.
- ალტერნატიული შემოსავლების კვლევა ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარებისთვის,
- მტირალასა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის განხორციელდა შესვლის საფასურის დანერგვის კვლევა, რომლის პილოტირება 2024 წლის ბოლომდე განხორციელდება.
- ყველა დაცული ტერიტორიისთვის განხორციელდა შემოსავლების მიღების შესაძლებლობების კვლევა.
- შერჩეულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელდა ეკოტურიზმში ინვესტირების საპილოტე პროექტები დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობების შესაფასებლად.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი:
- შეიქმნა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭო სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური ინსტიტუტების ჩართულობით.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიქმნა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და საკოორდინაციო დეპარტამენტები.
- თორმეტივე დაცულ ტერიტორიაზე ამოქმედდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ათწლიანი პროგრამა, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.
- თორმეტივე დაცულ ტერიტორიაზე დაინერგა - სივრცული მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემა, SMART.
ტრენინგი და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა:
- დაცული ტერიტორიების სისტემისთვის შემუშავდა ტრენინგის ეროვნული სტრატეგია და პროგრამა, რომელიც ხუთწლიან დეტალურ გეგმასა და ათწლიან კონცეფციას მოიცავს.
- შეიქმნა ტრენინგის ონლაინ პლატფორმა სასწავლო მოდულებით ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა დაცული ტერიტორიების მართვა, ეკო-ტურიზმის განვითარება და რეინჯერთა საქმიანობა.
- დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს თემატური სასწავლო კურსები ფინანსურ მართვაში, კომუნიკაციასა და პირველადი დახმარების აღმოჩენაში.
- დაცულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჩატარდა ეკო-მეგობრული ეკონომიკური საქმიანობის ტრენინგი.
ახალი მიდგომების პილოტირება:
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ტურისტების თავშესაფარი და საქმიანი ეზო სოფელ ნეძვში, რაც ეკოტურიზმის განვითარებასა და ხე-ტყის მდგრად მოპოვებას ემსახურება.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
გაეროს სახლი
რ. ერისთავის ქ. 9
თბილისი 0179 საქართველო
საკონტაქტო პირი
ირაკლი გორაძე
პროექტის კოორდინატორი
irakli.goradze@undp.org
ნინო ანთაძე
UNDP-ს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
nino.antadze@undp.org