ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შემგროვებელ-დამამუშავებელ ობიექტთა შესაძლებლობების საჭიროებების შეფასება. 2020
ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შემგროვებელ-დამამუშავებელ ობიექტთა შესაძლებლობების საჭიროებების შეფასება. 2020
23 September 2020
წინამდებარე კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების (ნეემ) შემგროვებლების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და მათი შესაძლებლობების შეფასების მიზნით და გამოიკითხა 303 ასეთი ობიექტის წარმომადგენელი.
- ობიექტების 24% რეგისტრირებულია ნარჩენების მართვის ბაზაში waste.moe.gov.ge.
- ნარჩენების შემგროვებელ-დამამუშავებელ ობიექტთა საშუალო ფართობი 509 მ2-ს შეადგენს.
- ობიექტების მხოლოდ 23% აქვს სპეციალური ტექნიკა ნარჩენების დასამუშავებლად, ობიექტების 76% ეწევა ნარჩენების ამა თუ იმ ფორმით დამუშავებას.
- გამოკითხულ ობიექტთა 44% არ ფლობს არანაირ სპეციალურ აღჭურვილობას, ხოლო ობიექტების უფრო მეტი ნაწილზე (76%) მუშახელი არ ატარებდა სპეციალურ აღჭურვილობას. ხოლო, იქ, სადაც ატარებდნენ, ყველაზე ხშირად ფიქსირდება: სპეციალური ხელთათმანი (93%), დამცავი ტანსაცმელი (33%), ჩაფხუტი (29%) სათვალე (26%).
- გამოკითხულთა 50% გამოთქვამს სურვილს, გაიაროს სპეციალური გადამზადება ნარჩენების ტრანსპორტირებასა და დამუშავებაზე, გამოკითხულთა 37% უარს ამბობს გადამზადებაზე ინტერესის და საჭიროების არცოდნის, და დროის უქონლობის გამო.
- ობიექტების 65 % ნარჩენების დამუშავებას მხოლოდ მუშახელის საშუალებით ახდენს. ხოლო გამოკითხულთა უმნიშვნელო ნაწილს (3%) აქვს შესაძლებლობა ნარჩენები დაამუშაოს მხოლოდ სპეციალური ტექნიკური მოწყობილობებით.
- ობიექტთა 79% ახენს დარჩენილი ნარჩენის ნაგავსაყრელებზე განთავსებას, 9% დროებით ასაწყობებს ნარჩენს, ხოლო 5% წვავს.
- გამოკითხული ობიექტების 46% საეროდ არ ახარისხებს დამუშავება/სეპარირების შემდეგ მიღებულ ნარჩენებს.
- ნარჩენების მართვის გეგმა აქვს მხოლოდ გამოკითხული ობიექტების 11%-ს.
კვლევა მომზადებულია პროექტის „ელექტრონული ნარჩენების მართვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ორგანიზაციის Georgia’s Environmental Outlook (GEO) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.