ახალგაზრდული ფორუმი: ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მომავალი
7 December 2023
8 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმროში “შერატონ გრანდ მეტეხი პალასი” (თელავის ქ. 20, თბილისი), გაიმართება ახალგაზრდული ფორუმი, რომლის მონაწილეები იმსჯელებენ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაზე და ამ ფუძემდებელი დოკუმენტის სამომავლო განვითარებაზე.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, ნორვეგიის საელჩო საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
ადამიანის უფლებების დღის წინა პერიოდში, ახალგაზრდული ფორუმი კრიტიკულად შეაფასებს მიღწეულ პროგრესს უფლებების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ გამოწვევებზე და მათ თანამედროვე გადაწყვეტებზე ახალი თაობის უნიკალური პერსპექტივიდან.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული გამომსვლელები, ხოლო ღონისძიების მასპინძლები და მთავარი მონაწილეები იქნებიან ახალგაზრდები თბილისიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთიდან.
ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება ადამიანის უფლებების დღის წლევანდელი კამპანიის ფარგლებში „იმოქმედე უფლებებისთვის!“, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს ეძღვნება.
ახალგაზრდული ფორუმზე დასწრება თავისუფალია მედიისა და დაინტერესებული პირებისთვის. დარბაზი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ღონისძიების მსვლელობაში უზრუნველყოფილ იქნება თარგმანი ქართულ, ინგლისურ და ჟესტურ ენებზე.
დაესწრებიან:
- ნიკოლას სენდროვიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი
- დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
- რებეკა ლი, საქართველოში ნორვეგიის ელჩის მოადგილე
- ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში
- ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში
მოწვეული გამომსვლელები:
- გიგა ზედანია, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
- ლადო აფხაზავა, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი
- სოფო ბენაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org